მეღვინეობა

ჩვენ შესახებ


ჩვენი საქმიანობის სფეროა ორგანული მევენახეობა-მეღვინეობა. კომპანია პირველი იყო საქართველოში რომელმაც 2005 წელს მიიღო პირველი ბიო სერთიფიკატი საქართველოში. მარანი ამ ეტაპისათვის აწარმოებს წელიწადში 5000 ბოთლ თეთრ მშრალ ქვევრის ბუნებრივ ღვინოს.ამ ეტაპზე მარანში წარმოებული ღვინის 100% გადის ექსპორტზე. ვენახი გაშენებეულია მცხეთის რ-ნ სოფ . ჩარდახში. ვენახში, ყურძნის მოყვანის და მარანში ღვინის დაყენების პროცესში გამოიყენება ტრადიციული და ეკოლოგიური მეთოდები. კომპანია ღვინოს აყენებს ერთ-ერთ საუკეთესო ქართული ჯიშის ყურძნისაგან ”ჩინური” ძველი ტრადიციული წესით ქვვრებში.

ჩინური

ჩინური თუ ჩინებული?


2 ჰა ვენახი რომლის ასაკი 60 წლამდეა მდებარეობს ერთ-ერთ საუკეთესო და ისტორიულად ცნობილ ადგილას მუხრანის ველზე. ღვინო ყენდება ერთ-ერთ საუკეთესო ქართული ჯიშის ყურძნისაგან ,ჩინური.

ჩინური თუ ჩინებული?
საქართველოს ისტორიული ცნობილ თეთრყურძნიან ვაზის ჯიშებს შორის ჩინური განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს, როგორც ხარისხოვანი პროდუქციის მომცემი საღვინე და ადგილობრივი მოხმარების სუფრის ყურძნის ჯიში. ჩინური მსგავსად საქართველოს სხვა მრავალ აბორიგენულ ჯიშებისა წარმოშობილია ველური ვაზის ფორმათა ნაირსახეობიდან ბუნებრივი გამრავლების გზით, ხოლო შემდგომ პერიოდში მევენახეობის განვითარების შესაბამისად ადამიანის უშუალო ჩარევით მოხდა შერჩევის საშუალებით ჯიშის საბოლოო გაკულტურება და ლოკალიზება ქართლის ზონაში. ჩინურის აბორიგენობის დამადასტურებელია აგრეთვე მისი წმინდა ქართული სახელწოდება ჩინური. მხცოვანი მეცნიერის ივ. ჯავახიშვილის მიხედვით მისი სახელი ყურძნის ამ ჯიშის მარცვლების ფერის მაუწყებელი უნდა იყოს~ და მართლაც, სრული მწიფობის პერიოდში ჩინურის ყურძენი იღებს რა მომწვანო_მოქარვისფრო ლამაზ შეფერვას, იგი ამ ფერით წააგავს ზეთის ხილის ფოთლის ფერს, რომელიც ძველ ქართლში ჩინის სახელწოდებით იყო ცნობილი, ამრიგად, ქართველმა მევენახემ საქართველოს წიაღში წარმოქმნილ მკვიდრ ჩინურს მსგავსად სხვა ადგილობრივი ჯიშებისა, რომელთაც ფერის მაუწყებელი სახელები აქვთ შერქმეული (შავყურძენა და წითლანი-გურიაში; ფერადი-ქართლში, ფეროვანი-რაჭაში, ჭითაშე -სამეგრელოში და სხვ.), უეჭველია, მისი მარცვლის ფერის აღმნიშვნელი სახელი ჩინი დაუდო საფუძვლად და აქედან მიაკუთვნა მას სახელი ჩინური.

აირჩიე ბოთლი

wine-bottle wine-bottle

სად იყიდება

რას წერენ ჩვენზე

კონტაქტი

დაგვიკავშირდით

  • მისამართი: მცხეთა,სოფელი ჩარდახი

  • ლ-ფოსტა (ღვინოსთან დაკავშირებით): wine@iago.ge

    ტელ (ღვინოსთან დაკავშირებით): +995 593 352 426

  • ელ-ფოსტა (ღვინის ტურთან დაკავშირებით): tour@iago.ge

    ტელ (ღვინის ტურთან დაკავშირებით): +995 599 551 045

6 თვიანი მაცერაცია

მაცერაციის გარეშე

ჩინური

  • თეთრი მშრალი